Loading data...
ლევან მაჭავარიანი USAID-ზე: ეს, რა თქმა უნდა, არის სკანდალი. ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ

„ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და პირდაპირ თუ ირიბად, USAID-გან ან NED-გან ფინანსდებოდნენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი USAID-ის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას.

„ეს, რა თქმა უნდა, არის სკანდალი. ჩვენი ოპოზიციისთვის ეს სერიოზული დარტყმაა ისევე, როგორც „ენჯეოებისთვის“, რომლებიც ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ პრინციპში, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, USAID-გან ან NED-გან ფინანსდებოდნენ, ვინაიდან ისინი დარჩენილები არიან უკვე ამ ძალიან მსხვილი თანხების გარეშე“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.