1793478810
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საუბარია, რომ პოლონეთის ხელისუფლება ცდილობს, მთლიანად მიიტაცოს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც შემაშფოთებელია, სამწუხაროა, თუ ეს ასე მოხდება, რადგან ჩვენ ამის მაგალითი ევროკავშირის მოქმედ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ
პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მედიასთან აფასებს.
„ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება. საუბარია, რომ პოლონეთის ხელისუფლება ცდილობს, მთლიანად მიიტაცოს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც შემაშფოთებელია. სამწუხაროა, თუ ეს ასე მოხდება, რადგან ჩვენ ამის მაგალითი ევროკავშირის მოქმედ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ. მაგალითად, რუმინეთში, როდესაც ბრიუსელს არ აწყობდა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და პირდაპირ დავალება მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ეს კანდიდატი აეკრძალათ. ეს იყო სასამართლო ხელისუფლებაში უპრეცედენტო ჩარევა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.