ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, ძალიან გამოირჩევა გერმანიის საელჩო ამ ბოლო დროს „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობით

„ადამიანი პირდაპირ დამხობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას და პირდაპირ არის ექსტრემიზმის ნათელი მაგალითი საქართველოში“ - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ლექციაზე, ერთ-ერთ სპიკერად ბექა კობახიძის მიწვევას.
დეპუტატის თქმით, ბექა კობახიძე, რომელიც არის „ილიაუნის“ უნივერსიტეტის ლექტორი, განსაკუთრებული ექსტრემიზმით გამოირჩევა.
„ეს კიდევ უფრო ტრაგიკულია, ვინაიდან, ჩვენ ბატონი პაპუაშვილის პოსტი ვიხილეთ იმასთან დაკავშირებით, რომ პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ სიის მერვე წევრი დააჯილდოვეს გერმანიის საელჩოს ეგიდით. სამწუხაროდ, ძალიან გამოირჩევა გერმანიის საელჩო ამ ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობით.
თუმცა, ჩვენ შევიტყვეთ, ეს ჯილდო უნდა მიეღო ბატონ კობახიძეს, რომელიც გახლავთ „ილიაუნის“ უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც შებრუნებულ ისტორიას ასწავლის თავიანთ სტუდენტებს. რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ექსტრემიზმით ზოგადად აქციებზე, თავისი ქცევებით, თავისი პოსტებით.
ადამიანი პირდაპირ დამხობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას და პირდაპირ არის ექსტრემიზმის ნათელი მაგალითი საქართველოში“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.