Loading data...
ლევან მაჭავარიანი: სამწუხარო, 2026 წელიც ევრობიუროკრატებმა იგივე რიტორიკით დაიწყეს, პრინციპში, ჩვენ სხვას არც არაფერს ველოდით

სამწუხარო, 2026 წელიც ევრობიუროკრატებმა იგივე რიტორიკით დაიწყეს. პრინციპში, ჩვენ სხვას არც არაფერს ველოდით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ევრობიუროკრატები მათივე რიტორიკით კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას საქართველოს მოქალაქეების თვალში.

„ისევ ვხედავთ მათ უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებებს, რომ თითქოს, უკრაინა და მოლდოვა საქართველოს ასწრებენ გატარებული რეფორმებით. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ არც უკრაინასა და არც მოლდოვაში, ფაქტობრივად, ოპოზიციური მედია საშუალება არ არსებობს.

რიტორიკა არის უცვლელი და ეს ყველაფერი ეფუძნება რაღაც აღქმებს - უნდათ, დააფუძნონ რაღაც აღქმები. თუმცა, ისინი ვერ აანალიზებენ, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ამ ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.