Loading data...
ლევან მაჭავარიანი: სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის შანსი არ აქვს, პრეზიდენტს აირჩევს „ოცნება“

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არანაირი შანსი არ აქვს პრეზიდენტობის, მომავალ პრეზიდენტს აირჩევს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას რუსეთთან მიმართებაში, რაც ჩვენ ამ 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და ზეწოლისა, თუნდაც ქვეყნის შიგნიდან და თუნდაც ქვეყნის გარედან, საქმით ვაკეთეთ, ახლა ოპოზიცია ამ მესიჯბოქს აჟღერებს.

რატომ შვრებიან ამას? უკვე უწევთ ხალხში გასვლა, ტელევიზიებიდან და ფეისბუკიდან არ ექნებათ იმის ფუფუნება კომენტარები აკეთონ, უნდა გავიდნენ მოსახლეობაში. შესაბამისად, მათ იციან, რომ რა გზითაც „ქართულმა ოცნებამ“ იარა, ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური დაკვეთა და ჩვენ ეს დაკვეთა შევასრულეთ და ახლა, ოპოზიცია, ზუსტად იმ მესიჯბოქსით გადის მოსახლეობაში, რადგან იციან, რომ შეხვდებიან მოსახლეობას და მათგან ლანძღვას მოისმენენ თავიანთი გაკეთებული განცხადებების გამო“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.