ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება
ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები.
„ნაცვლად იმისა, რომ მათ რაიმე არგუმენტები დაუპირისპირონ ჩვენს სარჩელს, ჩვენს არგუმენტებს, ისინი სარგებლობენ ტრიბუნით, რომ გააკეთონ პოლიტიკური განცხადებები და რაზეც საუბრობენ, ზოგადად, იქაც იმდენი წამოცდენა ჰქონდათ, კიდევ უფრო გამყარებულია ჩვენი სარჩელის არგუმენტები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან, სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას, შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.