Loading data...
ლევან მაჭავარიანი მიკიტა პოტურაევის განცხადებაზე: მისი უშუალო მონაწილეობით უკრაინაში 2022 წლიდან 22 პარტია აიკრძალა, მისი მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე და პირიქით, კონტრპროდუქტიულია

მისი [მიკიტა პოტურაევის] მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე და პირიქით, კონტრპროდუქტიულია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლითაც მიკიტა პოტურაევმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ.

„ადამიანი, რომლის უშუალო მონაწილეობითაც უკრაინაში 2022 წლიდან 22 პარტია აიკრძალა; ეს ადამიანი იტყუებოდა, რომ თითქოს სააკაშვილი კვდებოდა და ყველამ იცის, რომ ეს იყო სიმულანტობა, შესაბამისად, მისი მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე და პირიქით, კონტრპროდუქტიულია, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომ უხეშად ერევიან, რათა უცხოური აგენტურა როგორმე გადაარჩინონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.