ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: პროცესი იქნება საჯარო, მოქალაქეები თავისი ყურით მოისმენენ არგუმენტებს, რაზე დაფუძნებითაც გვაქვს შედგენილი ეს სარჩელი
„სარჩელის მთავარი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური ველი გასუფთავდეს აგენტურისგან და შესაბამისად, უფრო მეტი მოტივაცია მიეცეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და გაგვიწიონ ჯანსაღი ოპონირება“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი სარჩელი, რომელიც ფაქტებით და მტკიცებულებებით არის გამყარებული და შესაბამისად, ბურთი იქნება თავიდან ბოლომდე უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოედანზე.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური.
ეს პროცესი იქნება საჯარო. ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მაღალი ინტერესი აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ისინი თავისი ყურით მოისმენენ არგუმენტებს, რა არგუმენტებზე დაფუძნებითაც გვაქვს შედგენილი სარჩელი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.