ლევან მაჭავარიანი: საქართველოში ფაშიზმი და პოლიტიკური ტერორიზმი უნდა დავასრულოთ
„საქართველოში ფაშიზმი და პოლიტიკური ტერორიზმი უნდა დავასრულოთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთში 2024 წელს 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს Facebook-ზე კონსერვატორული შინაარსი პოსტების გამოქვეყნებისთვის, იქ შეურაცხყოფაზეც არ არის საუბარი.
„ძალიან ლოგიკურია, რომ კანონი მოქმედებს იმისთვის, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოს, ღირსება არ შეულახოს ერთმა ადამიანმა მეორეს სოციალური ქსელის მეშვეობით.
არ მგონია, რომ ჯანსაღი ადამიანისთვის აქ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდეს. თუ მაგალითებზე უნდა ვიმსჯელოთ, ოფიციალური სტატისტიკით, ბრიტანეთში 2024 წელს 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს Facebook-ზე კონსერვატორული შინაარსი პოსტების გამოქვეყნებისთვის, - იქ შეურაცხყოფაზეც არ არის საუბარი. სულ რომ მაგალითებს არ შევხედოთ, ყველაფერი არის ლოგიკური და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც დაკავებულები არიან იმით, რომ კლავიატურით აგინებენ მოქალაქეებს, არაფერს წარმოადგენენ - ერთადერთი, შეუძლიათ Facebook-ის მეშვეობით ლანძღონ ადამიანები, აგინონ, მიაყენონ შეურაცხყოფა, შეულახონ ღირსება.
კი ბატონო, იყოს ეს მათთვის პრობლემა, მოუწევთ ჯარიმების გადახდა და განმეორებით შემთხვევაში, არის უკვე სხვა ტიპის სანქცია. ეს არის ერთ-ერთი მდგენელი იმისა, რომ საქართველოში ფაშიზმი და პოლიტიკური ტერორიზმი უნდა დავასრულოთ“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.