Loading data...
ლევან მაჭავარიანი: რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში

რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში, რათა საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ფეისბუქპოსტზე, სადაც ის წერს: „დროის გასვლასთან ერთად ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი“.

„ოთხივე რადიკალურმა პარტიამ 18 ნოემბერს ე.წ. დანოსი გააგზავნა ევროკავშირში, რათა ევროკავშირს საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინა და ყველანაირი ვიზიტი გაეუქმებინა. ახლა ჯაფარიძე გამოგონილ საბაბებს იგონებს. როცა არაფერი ხდებოდა, არც ძალადობრივი აქციები იყო და არც მძიმე შემთხვევები, ამ კამპანიას უფრო მანამდე ეწეოდნენ. რა სახის სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში“, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.