Loading data...
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: ფსევდოლიბერალი ულტრამემარცხენე აქტივისტები ყალბები და ფარისევლები არიან, საუბრობენ, თითქოს რაღაც მათთვის ამორალურია, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ მორალურად მიუღებელი იყო

„ეს ფსევდოლიბერალი ულტრამემარცხენე აქტივისტები ყალბები და ფარისევლები არიან. საუბრობენ, თითქოს რაღაც მათთვის ამორალურია, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი იყო“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის, რუსეთში სტუმრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ისინი სწორედ იმას აკეთებენ, რასაც თავად ვითომდა გმობენ.

„აგენტურის აქტივისტების რიგებში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც, ერთის მხრივ, საუბრობს, რომ რუსეთთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს, არც ეკონომიკური, მეორეს მხრივ კი, ფინანსდებიან რუსეთიდან. ქალბატონი ბაღდავაძე ფინანსდება კომპანიიდან, რომელიც რუსულია, ყოველ შემთხვევაში, მათი პიარ აქტივობები ჩაატარა.

ძალიან ბევრი საუბრობს, რომ პრეზენტაციაზეც დაგვიანებით მისულა, რათა მის ბაბლს ეს არ დაენახა. ფული აქვს აღებული. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთსაც ხშირად სტუმრობდა ომის შემდეგ.

განაცხადა, „ნაცი“ არ ვარო და პარალელურად, ქალბატონ ნანუკა ჟორჟოლიანთან და დანარჩენ „ნაც“ ქალებთან შეკრებაზე დადის. აქ ერთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი - ეს ფსევდოლიბერალი ულტრამემარცხენე აქტივისტები ყალბები და ფარისევლები არიან. საუბრობენ, თითქოს რაღაც მათთვის ამორალურია, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი იყო.

ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, ზოგი დაფინანსებულია, ზოგი რაღაც პრივილეგიებით სარგებლობს, ზოგს ის სიამოვნებს, რომ ყურადღების ცენტრშია. მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად არჩევს იმას, თუ ვინ არის გულწრფელი და ვინ არის ყალბი და ფარისეველი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.