ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ისინი, სწორედ გარე დავალებებით მოქმედებენ.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, სააკაშვილსა და გვარამიას წამოსცდათ, რომ ალიანსი გარე მითითების საფუძველზე ჩამოყალიბდა.
„ეს კიდევ ერთი დასტურია მათი მხრიდან, რომ მთლიანად გარე მითითებებს იღებენ, სადაც შუამავლობენ ელჩები, ამ შემთხვევაში - ბრიტანეთის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩი და აბსოლუტურად არანაირი კვეთა არ აქვთ ჩვენს საზოგადოებასთან. არჩევნების პერიოდში კარგად გვახსოვს, რომ თავიდან ბოლომდე ბრიუსელიდან ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია ისე, რომ ველზე არ იყვნენ გასული - იმავეს აგრძელებენ. ალიანსიც რომ ჩამოყალიბდა, სააკაშვილსა და გვარამიას წამოსცდათ, რომ გარე მითითების საფუძველზე ჩამოყალიბდა.
სწორედ ამიტომ, მათი [ოპოზიციის] მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ვინაიდან, ჩვენი მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ გაშიფრა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. კითხვა კი ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს.