Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, აპროტესტოს რაც სურთ, მათ ხელს არავინ უშლის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არაერთი რეფორმა განახორციელა და შესაბამისი სტრატეგიაც შეიმუშავა.

„თუ მიკერძოებული აზრი არსებობს კანონების მიმართულებით, ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დასაცავად. ვიხილეთ რაღაც ტიპის კომენტარები ანტი LGBT-ე კანონის წინააღმდეგ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობის დასაცავად.

გამკაცრებული ზომები, რომელიც ჩვენ მივიღეთ შეკრება-მანიფესტაციასთან დაკავშირებით, ერთ რამეს ემსახურება - თუ მომიტინგეების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქუჩა გადაკეტონ, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაკეტონ. თუ ვიღაც სპეციალურად ცდილობს, ტროტუარზე გამვლელებს ხელი შეუშალოს მოძრაობაში, მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, დანარჩენი ყველას უფლება დაცულია შეკრებასთან დაკავშირებით.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, აპროტესტოს რაც სურთ, მათ ხელს არავინ უშლის, თუ ისინი ცდილობენ მშვიდობიანად კანონის ფარგლებში გამოხატონ თავის პროტესტი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს საქართველოში.

ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მით უმეტეს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ამ დასკვნის გამოტანა ძალიან იოლია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.