Loading data...
ლევან მაჭავარიანი: მშვიდობისა და ღირსების გარანტორები ვართ ამ ქვეყანაში, ჩვენი მთავარი სლოგანია - მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ

„ჩვენ მშვიდობისა და ღირსების გარანტორები ვართ ამ ქვეყანაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მმართველი გუნდის დეპუტატის განცხადებით, „ოცნება“ მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს და მისივე თქმით, შეხვედრები გაიმართება როგორც რეგიონებში, ასევე, თბილისში.

„მოსახლეობას წარვუდგენთ იმ საარჩევნო კამპანიას და დაპირებებს, რომელიც „ოცნების“ დღის წესრიგს წარმოადგენს. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი სლოგანია - მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე მდგენელი აქედან ამოვიღოთ.

ჩვენ მშვიდობისა და ღირსების გარანტორები ვართ ამ ქვეყანაში, სადაც ჩვენმა პატრიოტმა მოსახლეობამ რეალურად პირველად იგრძნო ქვეყნის სუვერენიტეტი იმ გადადგმული ნაბიჯებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა.

კეთილდღეობის გარანტორებიც ვართ, რაზეც მეტყველებს ის ეკონომიკური და ფინანსური მონაცემები, რომელზეც მხოლოდ ჩვენ კი არა, მსოფლიო ბანკიც საუბრობს“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.