Loading data...
ლევან მაჭავარიანი მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატებზე: მათ არ აქვთ იმდენი წონა, რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ - დუმილის რეჟიმში ყოფნა ურჩევნიათ

მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების დუმილზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „EURO ანატომია“ ისაუბრა.

„ვხედავთ, რომ აბსოლუტური დუმილია იმ ევრობიუროკრატების მხრიდან, რომლებიც აქტიურად გამოირჩევიან აქციების შეფასებით, სამართალდამცველთა მოქმედების შეფასებით და ა.შ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება აშშ-ს და მათ არ აქვთ იმდენი წონა, რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ აშშ-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ურჩევნიათ დუმილის რეჟიმში ყოფნა.

ევროპაში მთავარი ღირებულება იყო ადამიანის უფლებების დაცვა და ევროპა ძირითადად იდგა ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც ჩვენ და აქედან გამომდინარე მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, თუმცა, დღეს სამწუხაროდ ევროკავშირის ბიუროკრატია აცდენილია ამ ღირებულებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და რეალურად ისეთი მმართველი კლასი გაჩნდება ევროკავშირში, რომელიც დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რაზეც ევროკავშირი ათწლეულების განმავლობაში იდგა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.