Loading data...
ლევან მაჭავარიანი მდიდარ NGO-ებზე: ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის

„ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, არ აწყობთ, რომ ასეთი საქმიანობა იყოს გამჟღავნებული“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მდიდარ NGO-ებზე საუბრისას.

„იქიდან გამომდინარე, რომ მათ გვერდი აევლოთ კანონისთვის და ელემენტარული, რასაც ეს კანონი ითხოვდა, დეკლარაციის შევსებას, სურდათ, ეს აეცილებინათ თავიდან. ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, არ აწყობთ, რომ ასეთი საქმიანობა იყოს გამჟღავნებული. ამ შემთხვევაში დონორი ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, ფულს არ ჩაურიცხავენ და ფულის გარეშე დარჩებიან.

ჩვენ გამკაცრებული გრანტების შესახებ კანონით ეს ე.წ. შავი ხვრელიც ამოვავსეთ და მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს. ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს.

თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჩეხეთში დაარეგისტრირა.