ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენულია, როგორიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
„მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენულია, როგორიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებოდა თავის სამშობლოსა და გუნდს.
„მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენულია, როგორიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. იგი თავის სამშობლოსა და გუნდს კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და მთელი მისი მოღვაწეობა დაფუძნებული იყო პატრიოტიზმზე, პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე. დანამდვილებით ვიცი, რომ სხვა მიზეზი არ არსებობს, გარდა იმისა, რაც თავად განაცხადა ბატონმა მამუკა მდინარაძემ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.