ლევან მაჭავარიანი: ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად, მისგან ასეთი ტიპის შეთავაზება ქრთამი იქნება, თუ დამხობა, რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს

„ხაბეიშვილი რასაც პირდაპირ ეთერში საუბრობდა და არაერთხელ უსაუბრია, განუწყვეტელ რეჟიმში იგი ხან ქრთამს პირდებოდა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, ხან დამხობაზე საუბრობდა მოურიდებლად. ყველას შევახსენებ, რომ იგი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად, მისგან ასეთი ტიპის შეთავაზება ქრთამი იქნება, თუ დამხობა, რა თქმა უნდა, რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს“, - განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.
მაჭავარიანის განცხადებით, რამდენადაც ლევან ხაბეიშვილი არ არის რიგითი მოქალაქე, მის განცხადებებს აქვს საფუძველი, შესაბამისად გამოძიება რა მუხლებითაც დაიწყო ლოგიკურია.
„ის არ არის ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს , შესაბამისად, მის განცხადებებს საფუძველი აქვს და აქედან გამომდინარე სწორედ ამ მუხლებით არის გამოძიება დაწყებული, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.