Loading data...
ლევან მაჭავარიანი „ლელოზე“: ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ვუსამძიმრებ მათ ამ მძიმე მდგომარეობას

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ვუსამძიმრებ მათ ამ მძიმე მდგომარეობას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ოპოზიცია აგონიაშია.

„როდესაც კონსორციუმზე იყო საუბარი, აგენტურული დაჯგუფებებისგან მოვისმინეთ პრეტენზიები, რომ ამდენი ქვეყანა არის დაინტერესებული და რატომ მაინცდამაინც ჩინეთიო. როდესაც განვაცხადეთ, რომ ჩვენ თვითონ ვაშენებთ, 100% იქნება სახელმწიფოსი, ჩვენი შვილების, შვილიშვილების ახლა ამბობენ იმიტომ აშენებენ, რომ იქ დაინტერესებული არავინ ყოფილაო. იმის მაგივრად იამაყონ, რომ ჩვენ იმდენად ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ვართ, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი ჩვენს თავზე ავიღეთ, აგონიაში არიან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.