Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩვენი ეკონომიკის განადგურებას, ასობით მილიარდი დოლარი აქვს ნავაჭრი ევროკავშირს რუსეთთან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში

ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩვენი ეკონომიკის განადგურებას, ასობით მილიარდი დოლარი აქვს ნავაჭრი ევროკავშირს რუსეთთან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი მერცის განცხადებას გამოეხმაურა, რომ პუტინთან საუბარს არ მოერიდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტს დაესწრება.

„თურმე არავინ უნდა ელაპარაკოს რუსეთს, თუმცა როდესაც იგრძნეს ევროპულმა ქვეყნებმა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადადგა პირველი ნაბიჯი ამ ომის ნორმალიზებისთვის, არ ჩამორჩნენ და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ.

ჩვენ ვიხილეთ ბატონ პუტინთან ევროპელი ლიდერების სატელეფონო ზარები, ახლა იმავეს აცხადებს ბატონი მერციც.

ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩვენი ეკონომიკის განადგურებას, ასობით მილიარდი დოლარი აქვს ნავაჭრი ევროკავშირს რუსეთთან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში. ყველამ უნდა დაინახოს, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანა გამოდის პირველ რიგში თავისი ინტერესებიდან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.