ლევან მაჭავარიანი: ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და ამიტომ დაკეტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა
„ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და ამიტომ დაკეტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მან იმ კამპანიაზეც ისაუბრა, რომელიც ამ ორგანიზაციის საქმიანობის გარშემო მიმდინარეობდა.
„ისიც კარგად გვახსოვს, როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები, როგორი ისტერია ჰქონდა და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად „რუსული კანონის“ საკითხის გარშემო.
მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ თურმე, როგორ შეიძლებოდა, „ქართულ ოცნებას“ ეჭვქვეშ დაეყენებინა USAID-ის დაფინანსება. მოვიდა ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია და ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.