Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას

„რაც გეკა გელაძე გახდა შს მინისტრი, მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია ამ მოკლე ვადაში, მამუკა მდინარაძეზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, ყველა ქვეყანა ისურვებდა, მდინარაძისნაირი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ გეკა გელაძე წარმატებით გააგრძელებს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას. 

„რაც გეკა გელაძე გახდა შს მინისტრი, მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია ამ მოკლე ვადაში, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი რეალიზატორია დაკავებული.

მე არ მგონია, რომელიმე ქვეყნის შს მინისტრს ასეთი მაგარი დებიუტი ჰქონოდა თავის თანამდებობაზე. ვუსურვებ, ასე გააგრძელოს და დარწმუნებული ვარ, ასე გააგრძელებს.

ბატონი მდინარაძე გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანტიკორუფციულიც იცით, რომ ამ უწყებაში შედის და მამუკა მდინარაძეზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, თუმცა ბევრი ქვეყანა ისურვებდა, ასეთი მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელობდეს ქვეყნის უშიშროებას, თავისი კორუფციული მიმართულებით და ა.შ.“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.