ლევან მაჭავარიანი: იციან, ძალიან დიდი ანგარიშით განადგურდებიან და მანამდე უნდათ - ქაოსი გადაიყვანონ სამოქალაქო დაპირისპირებაში, არაფერი გამოუვათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, არჩევნებში დამარცხდება და ამიტომ სურს ქაოსი სამოქალაქოს დაპირისპირებაში გადაიყვანოს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მმართველი გუნდია ამოცანაა - არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.
„ჩვენ ვაკვირდებით, რომ ამ ყველაფერმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ეს არის „ნაცორკების“ მიერ კარგად გააზრებული, დაორგანიზებული პროვოკაციები. ჩვენი ამოცანაა, პირველივე ტურში დავასრულოთ არჩევნები თბილისში და ეს ასეც მოხდება. ეს მათი აგრესია გამოწვეულია სწორედ ამით, იციან, ძალიან დიდი ანგარიშით განადგურდებიან „ქართულ ოცნებასთან“ და არ უნდათ, ლუსტრირება მოხდეს რეალური შედეგის და მანამდე უნდათ - ქაოსი გადაიყვანონ სამოქალაქო დაპირისპირებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - არაფერი გამოუვათ“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.