1766334652
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს მართავენ ევროკავშირს, ან არაკომპეტენტურები არიან, ან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების დაკვეთას ასრულებენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიუსელი დღეს რთულ მდგომარეობაშია.
მისი თქმით, ევრობიუროკრატები არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების დაკვეთას ასრულებენ.
„სამწუხაროდ, ბრიუსელი მარტივ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. თავიანთი თავი აღმოიჩინეს ამ მდგომარეობაში იქიდან გამომდინარე, რომ ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს მართავენ ევროკავშირს, სამწუხაროდ არიან ან არაკომპეტენტურები, ან რისი უფრო დიდი ალბათობაც არის, ასრულებენ კონკრეტული ძალების [რომელსაც ჩვენ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობას ვეძახით] დაკვეთას ისე, რომ კითხვებსაც არ სვამენ“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.