Loading data...
ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილზე: არ წარმომიდგენია, რომ მას რაიმე რესურსი გააჩნდეს პოლიტიკაში სიტყვის სათქმელად

„არ წარმომიდგენია, რომ მას რაიმე რესურსი გააჩნდეს“, - ამ სიტყვებით უპასუხა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ნინო შუბლაძის კითხვას ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, თუ რამდენად არსებობს შანსი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკაში, მმართველი გუნდის ოპონენტად დაბრუნდეს.

როგორც მაჭავარიანმა გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა, ღარიბაშვილს აღარ აქვს ის რესურსი, რითაც პოლიტიკაში დამკვიდრებას შეძლებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მას ბრალი აღიარებული აქვს და სასჯელს იხდის.

„ნამდვილად არაფერი ვიცი ბატონი ღარიბაშვილის გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა არ წარმომიდგენია, რომ მას რაიმე რესურსი გააჩნდეს პოლიტიკაში სიტყვის სათქმელად - მით უმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ, რის გამოც იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და ბრალი აღიარებული აქვს. იმ წერილების შემდეგაც, სადაც იგი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა (რაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, სასიამოვნო არ იყო), არ მგონია, რაიმე რესურსი გააჩნდეს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.