Loading data...
ლევან მაჭავარიანი: იმხელა ბულინგის მსხვერპლი გახდა ეუთო/ოდირი წინა არჩევნებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მოლოდინი არ გვქონდა, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ

„იმხელა ბულინგის მსხვერპლი გახდა ეუთო/ოდირი წინა არჩევნებიდან გამომდინარე, ჩვენ მოლოდინი არ გვქონდა, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ და ახლა საბაბებით ცდილობენ - ეს ყველაფერი „გააპრავონ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო/ოდირის განცხადებას, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ევრობიუროკრატებმა ეუთო/ოდირს კორუმპირებული ორგანიზაცია დაარქვეს იმიტომ, რომ არ მოეწონათ მათ მიერ შეფასებული 2024 წლის არჩევნების დასკვნა. 

„ჩვენ კარგად ვიცით რა დღეში ჩააგდეს ეუთო/ოდირი ევრობიუროკრატებმა. კორუმპირებული ორგანიზაცია დაარქვეს იქიდან გამომდინარე, რომ არ მოეწონათ ის დასკვნა, რაც ეუთო/ოდირმა დადო 2024 წლის არჩევნების შემდეგ.

როდესაც ქალბატონი პია კაუმა აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას თვეების წინ, როგორი ბულინგი მოუწყვეს მას, ფიზიკურად ვეღარ შეძლო და გადადო თავისი ვიზიტი. ჩვენი დასაცავი გახდა ეუთო/ოდირის პრესტიჟი, რეპუტაცია და ახლა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - აღარ ჩამოდიან“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.