1772598984
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: „იმედი“ და „პოსტივი“ საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ
„ეს მედიასაშუალებები საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებას გამოეხმაურა.
„ეს მედიასაშუალებები საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ. ერთის მხრივ ეგ [დასანქცირება] ემსახურება იმას, რომ გამოათავისუფლონ ველი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის, მეორეს მხრივ, უნდათ, რომ დასაჯონ თავისუფალი მედია, სიტყვა საქართველოში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.