ლევან მაჭავარიანი: ჰერჩინსკი თუ აქამდე მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა, ახლა მთლიანად საქართველოს ესხმის თავს
„ეს არის აბსოლუტურად უმსგავსო განცხადება, რომელიც სითავხედის ყველანაირ საზღვარს სცდება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ჰერჩინსკი თუ აქამდე მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა, ახლა მთლიანად საქართველოს ესხმის თავს.
„აქამდე „ქართულ ოცნებას“ გვაკრიტიკებდა, ყველანაირ საზღვარს ცდებოდა, მიკერძოებული იყო და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიციის აქტივისტად წარმოჩინდა. არჩევნების წინ ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდა, „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცა. ამ შემთხვევაში კი ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება. ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც ამბობს, თითქოს იმავე დროში დავბრუნდებით, სამოქალაქო ომის პერიოდსა და ბნელ წარსულში. ეს ძალიან თავხედური განცხადებაა. მოლოდინი არც მაქვს, რომ ამ ყველაფერს რაიმე ლოგიკურ ახსნა, ლოგიკური დასაბუთება ექნება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა პასუხს გასცემს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა.