ლევან მაჭავარიანი: გახარიების პარტია წარმოადგენს იმ კოლექტიურ ძალას, ვისაც ჩვენ აგენტურულ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, ეს არის ძალა, რომელიც საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ იბრძვის
„გახარიების პარტია წარმოადგენს იმ კოლექტიურ ძალას, ვისაც ჩვენ აგენტურულ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, იგივე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია, რომ რახან დანარჩენ პარტიებზე არის შეტანილი სარჩელი, ეს განხილვა არ მოხდეს გახარიას პარტიის გარეშე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მმართველი პარტიის ახალ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს პარტია რევოლუციურ პროცესებშია ჩართული და ქვეყანაში მშვიდობის წინააღმდეგ იბრძვის.
„ყველას შევახსენებ, ეს არის ის ძალა, რომელმაც 2021 წლის არჩევნების მერე კოალიცია ჩამოაყალიბა უშუალოდ დედა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ოთხ მუნიციპალიტეტში. ეს არის ის ძალა, რომელიც იბრძვის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ, რომელიც ჩართულია რევოლუციურ პროცესებში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.