1762965246
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გახარიაზე: რამდენჯერმე აქვს გამეორებული, რომ ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით იყო მისი გაცემული, საგამოძიებო კომისიაზე მან ეს უარყო და ძალიან ბინძურად ხელი შეაწმინდა პოლიციელებს
„რამდენჯერმე აქვს გამეორებული, რომ ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით იყო მისი გაცემული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაზე მან ეს უარყო და ძალიან ბინძურად ხელი შეაწმინდა პოლიციელებს.
„რაც შეეხება ჩორჩანას საკითხს, აქ მისი უფლებამოსილების გადამეტება და უპასუხისმგებლობა, შეიძლება მტრული განზრახვებიც სახელმწიფოს მიმართ იკვეთებოდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამართლებრივად არის შესაფასებელი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.