Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ევროპას ძალიან მსხვილი სავაჭრო ურთიერთობები აქვს როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და რა თქმა უნდა, საქართველო თამაშობს საკვანძო როლს დაკავშირებადობის კუთხით

„ევროპას აქვს ძალიან მსხვილი სავაჭრო ურთიერთობები როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და რა თქმა უნდა საქართველო თამაშობს საკვანძო როლს დაკავშირებადობის კუთხით“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მეტა კვლევის დოკუმენტს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი გზაა.

„ამ შემთხვევაში, რაზედაც ევროკომისიის ანგარიში იყო, გამოსაყოფი არის რა თქმა უნდა ჩვენი ავტომაგისტრალები, ჩვენი რკინიგზა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი, რომელიც რა თქმა უნდა ტვირთის გამტარუნარიანობას საგრძნობლად გაზრდის“, - აცხადებს მაჭავარიანი.

ევროკომისიისთვის საქართველო „შუა დერეფანია - „კარიბჭე“ და რეგიონული ენერგეტიკული, თუ ციფრული ჰაბი. ევროკომისიამ მეტა კვლევის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი გზაა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება.