Loading data...
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა.

„მერამდენე რეზოლუციას იღებენ და ყოველ რეზოლუციაში ათასი სისულელე არის ჩაწერილი, მათ შორის ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია, თითქოს სააკაშვილი კვდება. თვითონ აღარ აქვს პრეტენზია სააკაშვილს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ რეზოლუციაში მაინც წერენ.

ყველა საღად მოაზროვნე კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა. თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ იმისთვის, რომ თავიანთ ამომრჩეველს დააჯერონ, რომ კი არ ატყუებენ, ევრობიუროკრატებიც ასე მიიჩნევენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.