Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7290 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7321 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1261 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1564 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0618 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 მარტს შევა ძალაში.