ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: ისინი უნდა შეეგუონ, რომ ვერც რევოლუციის გზით მოხდა ჩვენი ჩანაცვლება, ვერც არჩევნებში მათი უხეში ჩარევით, სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს
სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მისამართით.
დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ, ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს.
„შეკრებებზე რომ საქართველოს არ ეძახიან, თითქოს რაღაც დამსჯელობითი მექანიზმია მათი მხრიდან, თან გაფართოებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, როდესაც მათივე გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე. ისინი უნდა შეეგუონ, რომ ვერც რევოლუციის გზით მოხდა ჩვენი ჩანაცვლება, ვერც არჩევნებში მათი უხეში ჩარევით და სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.