ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩზე: ქართველ ხალხს ემუქრება ბნელ დროში დაბრუნებით, სამოქალაქო ომით, ეს არ არის ევროპული საქციელი
ქართველ ხალხს ემუქრება ბნელ დროში დაბრუნებით, სამოქალაქო ომით. ეს არ არის ევროპული საქციელი, - განაცხადა მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.
„მან [ევროკავშირის ელჩმა] უნდა იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებითა და ფასეულობებით, რაზეც ევროკავშირი დაფუძნდა და რაზეც იდგა ამდენი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, დღეს ევრობიუროკრატები ამ ფასეულობებით არ ხელმძღვანელობენ. მანამდე თუ თავს ესხმოდა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ხელისუფლებას, ბოლოს უკვე ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის მხრიდან საქართველოზე, ჩვენს სახელმწიფოზე თავდასხმა. ქართველ ხალხს ემუქრება ბნელ დროში დაბრუნებით, სამოქალაქო ომით. ეს არ არის ევროპული საქციელი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.