1757915851
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ეუთო/ოდირის მხრიდან ეს მხოლოდ საბაბი იყო, რადგან არნახული წნეხი გაიარეს წინა არჩევნების ანგარიშიდან გამომდინარე, როდესაც დაწერეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება

მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტს უწოდებს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას - დამკვირვებლები არჩევნებზე გაუშვას ჩეხეთში და არა საქართველოში. უარის ოფიციალური მიზეზი - დროის სიმცირე რომ მხოლოდ საბაბი იყო.
„რა თქმა უნდა, ეუთო/ოდირის მხრიდან ეს მხოლოდ საბაბი იყო, რადგან მათ არნახული წნეხი გაიარეს წინა არჩევნების ანგარიშიდან გამომდინარე, როდესაც დაწერეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ეუთო/ოდირი რომ ჩამოსულიყო საქართველოში, ძალიან კარგად იციან, რომ იმავეს დაწერა მოუწევდათ“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.