Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ერმა დაკარგა სულიერი მამა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის გამორჩეული ღვაწლით ჩვენი ეკლესიის ისტორიული დამოუკიდებლობა მსოფლიომ საბოლოოდ 1990 წელს აღიარა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.

„დღეს ვიხსენებთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც წელს განსაკუთრებული სევდითაა შემოსილი - ერმა დაკარგა სულიერი მამა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის გამორჩეული ღვაწლით ჩვენი ეკლესიის ისტორიული დამოუკიდებლობა მსოფლიომ საბოლოოდ 1990 წელს აღიარა.

1917 წელს დაწყებული სამართლიანობის აღდგენის გზა სწორედ მისმა მოღვაწეობამ დაასრულა და ეს გამარჯვება ერთდროულად ეკლესიის გაძლიერებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძვლად იქცა, ხოლო დღეს, მისი გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს, განსაკუთრებით ნათლად ვაცნობიერებთ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის მნიშვნელობას და ვალდებულებას, ერთიანობითა და პატივისცემით გავაგრძელოთ მის მიერ ნაჩვენები გზა“, - წერს მაჭავარიანი.