ლევან მაჭავარიანი: ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“
„ძალიან არაჯანსაღი კამპანია არის დაწყებული და ბატონ ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრებოდა, როდესაც იგი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ ასეთი მეთოდებით „იბრძოდა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ყველა ხედავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ზღაპარი დავით გარეჯის თემასთან მიმართებით, ასევე იმ ადამიანის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით, როდესაც სპეკულირებენ ამ თემით და შემდეგ უკვე ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობა“ წამის მეასედში იტაცებს.
„ლოგიკა იმას გვკარნახობს, ვივარაუდოთ, რომ სინქრონში მოქმედებენ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“, თუმცა აზრი არ აქვს რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელონ. BBC-ის ტყუილი არ დაიჯერა ქართულმა საზოგადოებამ და „ასავალ-დასავალი“ ტყუილს ნამდვილად ვერ შეასაღებს ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.