Loading data...
ლევან მაჭავარიანი: დონალდ ტრამპს აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სიტყვებით ლანძღავდა ოპოზიციის ნაწილი და როგორ ეძახდნენ მას რუსეთის აგენტს

„დონალდ ტრამპს აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სიტყვებით ლანძღავდა რადიკალური ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი ბოლო 4 წლის განმავლობაში, როგორ ეძახდნენ მას რუსეთის აგენტს და.ა.შ.“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, ბატონ ტრამპს და მის ადმინისტრაციას აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის რეალობა საქართველოში.

„ეს ურთიერთობები აუცილებლად დალაგდება. ის, რომ ოპოზიციონერებს რაღაცების იმედი აქვთ და თუ ფიქრობენ ისინი, რომ თავიანთი გადაღებული ფოტოებით და დეზინფორმაციით შეიყვანენ ქართველებს შეცდომაში და  თითქოს ალაგებენ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ძალიან ცდებიან, ვინაიდან ბატონ ტრამპს  ყველაფერზე აქვს ინფორმაციაა.

ბატონ ტრამპს აქვს იმასთან დაკავშირებით ინფორმაცია, თუ როგორი სიტყვებით ლანძღავდა რადიკალური ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი ბოლო 4 წლის განმავლობაში, როგორ ეძახდნენ მას რუსეთის აგენტს და.ა.შ.

მოგეხსენებათ, ტრამპის ძირითადი დასაყრდენი ქვეყანა ევროკავშირში არის უნგრეთი, ის თავად საუბრობს ამასთან დაკავშირებით, ბატონი ორბანი მისი ძალიან ახლო მეგობარია. ბატონ ორბანთან და უნგრეთთან ჩვენ როგორი ურთიერთობა გვაკავშირებს ყველას კარგად მოეხსენება. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, რომელიც ბატონ დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის რეალობა საქართველოში, მერწმუნეთ, ბატონ ტრამპს და მის ადმინისტრაციას აქვს“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.