Loading data...
ლევან მაჭავარიანი: დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი

„დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შუა დერეფნიდან გამომდინარე ქვეყნის როლი სრულად იყოს გამოყენებული.

„ჩვენ ძლიერ ქვეყნად უნდა ჩამოვყალიბდეთ. ამაში ხელს გვიწყობს ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობა, რითაც დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, შუა დერეფნიდან გამომდინარე.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი როლი გამოვიყენოთ, საინტერესოები ვიყოთ ევროკავშირისთვის, რომ უკვე მოლაპარაკებების დროს არა მხოლოდ ერთმა მხარემ წამოგვიყენოს პირობა, არამედ ორივე მხარე ინტერესდებოდეს ერთმანეთით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.