Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ჩვეულებრივი აბსურდია, როდესაც ჩინეთსა და ჩვენ შორის ძალიან მეგობრულ ურთიერთობაზე აპელირებენ, რადგან აშშ-ის ვაჭრობა ჩინეთთან 700 მლრდ. დოლარია, ევროკავშირის კი - 800 მლრდ. დოლარამდე

„ჩვეულებრივი აბსურდია, როდესაც ჩინეთსა და ჩვენ შორის ძალიან მეგობრულ ურთიერთობაზე აპელირებენ, რადგან აშშ-ის ვაჭრობა ჩინეთთან 700 მლრდ. დოლარია, ევროკავშირის კი - 800 მლრდ. დოლარამდე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან პარტნიორობა. 

„ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი, ცირკი და როდესაც ისინი აპელირებენ ჩინეთსა და ჩვენს შორის ძალიან მეგობრულ ურთიერთობაზე, ესეც, რა თქმა უნდა არის პარადოქსი, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის ვაჭრობა არის ჩინეთთან 700 მლრდ დოლარი, ევროკავშირის ვაჭრობა არის 800 მლრდ დოლარამდე ჩინეთთან. ზოგადად, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორების ძალიან დიდი სიაა, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა, თავის მხრივ, ჩინეთთან აქვს გაფორმებული.

შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად სასაცილო, რა ბრალდებასაც ისინი გვიყენებენ და ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ასეთი ტიპის პარტნიორობა, რეალური პარტნიორობა, ვინაიდან, მოგახსენებთ, რომ როდესაც გავაფორმეთ ეს პარტნიორობა, მაშინვე დაიწყო უვიზო მიმოსვლა, გაფორმდა სავაჭრო ხელშეკრულებები“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.