ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის
„ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ნებისმიერ კონსტრუქციულ ჯგუფთან დებატებისთვის მზადაა.
„ვიცით, რომ გაფართოება იგეგმება 2030 წლისთვის და ჩვენ ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის. ამის გარანტიას ვიძლევით და დღესაც აბსოლუტურად ყველა მონაცემი და პარამეტრი ამაზე მეტყველებს და მიუთითებს.
ხოლო, რაც შეეხება „ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კონსტრუქციულ ჯგუფთან დებატებისთვის, საგნობრივი მსჯელობისთვის. შეგვიძლია, რა თქმა უნდა, რომ ეს საკითხი უფრო გავშალოთ. თუმცა, ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, უცვლელია“, - აცხადებს მაჭავარიანი.