ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ერთ წელზე მეტი გავიდა და საზოგადოება დარწმუნდა, რომ EED-თან და USAID-თან დაკავშირებით რა განცხადებებსაც მმართველი გუნდი აკეთებდა ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა.
„რას ამბობდნენ ისინი, თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით - ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელეარხებს, ენჯეოსექტორს და თურმე, როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლელი დონორების მიერ გადმორიცხული ფული. გავიდა ერთ წელზე მეტი და საზოგადოებამ ნახა, ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო და იმაშიც დარწმუნდა, რომ EED-სთან და USAID-თან დაკავშირებით რა განცხადებებსაც ვაკეთებდით ყველაფერი სიმართლე იყო იმიტომ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამხილა ეს ორგანიზაციები, როგორც კრიმინალური ორგანიზაციები“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ევროპარლამენტის რეზოლუციებზეც ისაუბრა.
„ესეც, რა თქმა უნდა, გაღიზიანებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი. როდესაც ყოველ რეზოლუციაში გვიწერენ - სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ, არ ვიცი ამით ჰარაკისს იტარებენ რეპუტაციული კუთხით მაქვს საუბარი ის ევრობიუროკრატები, რომლებიც ამ კურსს არ უხვევენ. ვინაიდან, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, ისინი არ იცნობენ ქართველ ხალხს და მათ წარმოდგენა არ აქვთ ჩვენი მოქალაქეების ხასიათთან დაკავშირებით“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.