ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები თვალყურს ადევნებენ, რაოდენ პოზიტიური სიგნალები მოდის აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან
„ჩვენი მოქალაქეები თვალყურს ადევნებენ, თუ რაოდენ პოზიტიური სიგნალები მოდის აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის შენარჩუნების საშუალებასა, რომ ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობები გადაიტვირთება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მმართველი გუნდი აშშ-ისგან ელოდება ოფიციალურ დონეზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს.
„გადატვირთვასაც არ ვეძახით, ჩვენ ვეძახით პირდაპირ, რომ რეალური პარტნიორობა და რეალური მეგობრობა რომ დაიწყოს ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბურთი არის მათ მოედანზე, მათ იციან ჩვენი სრული მზადყოფნა, იმასთან დაკავშირებით, რომ დავსხდეთ და გზამკვლევი გავწეროთ, დროსა და სივრცეში, თუ რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ველოდებით აშშ-ის უკვე ოფიციალურ დონეზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.