Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, ასამდე ქვეყანაა, ვინც მიულოცა ირანს ეს დღე, ეს არის ჩვეულებრივად პროტოკოლური ნაწილი და ამაში არაფერია განსაკუთრებული

ისლამური რევოლუცის წლისთავი პარიზსა და ჰააგაში, მისალოცი გზავნილები გაეროსა და საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფოსგან - ამ ფონზე კი თბილისის ანძის განათება სპეკულაციის საბაბი გახდა.

აღნიშნულ საკითხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.

„რაც შეეხება აჟიოტაჟს, რაც რადიკალებმა ირანთან დაკავშირებით ატეხეს, ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, ასამდე ქვეყანაა, ვინც მიულოცა ირანს ეს დღე. ეს არის ჩვეულებრივად პროტოკოლური ნაწილი და რა თქმა უნდა, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.