ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს
„ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ქვეყნის ეროვნული თავმოყვარეობა.
„ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, რომ თავს დაესხას საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, ქართველ ხალხს და ეს უპასუხოდ დავტოვოთ.
ბატონი ელჩი [პაველ ჰერჩინსკი] საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი ლაზარე, რომელმაც სცადა, რომ პოლიციელი ცოცხლად დაეწვა, იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი და ანალოგიური ქმედების ჩამდენი საფრანგეთში არის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი, რომელიც უნდა გასამართლდეს მკვლელობის მცდელობის მუხლით.
მე ვეთანხმები ამ შეფასებაში, ნამდვილად სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელიც მკვლელობის მუხლით უნდა გასამართლდეს, მაგრამ ჩვენთან რატომ არ არის ასე? ევროპაში მიმდინარე აქციები რომ ფასდება ძალადობრივად აქციებად, რომ ამბობენ არ შეიძლება თავდასხმა პოლიციელებზე, სახელმწიფო შენობებზე, ჩვენს შემთხვევაში რატომ ამბობენ, რომ ეს არის მშვიდობიანი აქციები? რამდენიც არ უნდა ისაუბროს ელჩმა, დღეს ჩვენი მოქალაქეები თეთრს და შავს ძალიან კარგად ასხვავებენ, ამდენი რაღაც გამოვიარეთ, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.