Loading data...
ლევან მაჭავარიანი ბრიუსელზე: თავისივე შექმნილი ცრუ ნარატივების ტყვეობაში არიან, ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა, მაგრამ მოუწევთ და ჩვენ მზად ვართ, სახე შევანარჩუნებინოთ, გადავფურცლოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა

ბევრი ქვეყანაა, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის გაბუტვის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მრავლადაა ქვეყნები, რომლებიც აცნობიერებენ საქართველოს როლს, საქართველოს საჭიროებას, საქართველოს აუცილებლობას ბრიუსელისთვის.

„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბრიუსელს მოუწევს საკუთარი პოლიტიკის გადახედვა, ვინაიდან „შუა დერეფანი“ უალტერნატივო მარშრუტია, სადაც ჩვენ საკვანძო ადგილს ვიკავებთ და ბრიუსელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაიწყონ ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობა. თავისივე შექმნილი ცრუ ნარატივების ტყვეობაში არიან. 4-5 წელი ქმნიდნენ ამ ცრუ ნარატივებს, რომ საქართველო დაესაჯათ, ვინაიდან ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი. ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა, მაგრამ მოუწევთ და ჩვენ მზად ვართ, სახე შევანარჩუნებინოთ, არ ჩავყვეთ მათ უსამართლობას, გადავფურცლოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.