Loading data...
ლევან მაჭავარიანი: BBC-მ ვერ მოატყუა ჩვენი საზოგადოება და ძალიან გასაკვირია რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“, რომ იგი შეძლებს ჩვენი მოქალაქეების მოტყუებას

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვები დასრულდა. გამომძიებლების შეკითხვებს ბოლოს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ უპასუხა, რომელსაც მმართველი გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

სხვა მოწმეებთან ერთად, ჩუბინიძემაც დაადასტურა, რომ საქმეზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მანამდე ღარიბაშვილის მსგავსად მანაც გამოთქვა ეჭვები თვითმკვლელობის ფაქტზე.

ჩუბინიძემ გარდაცვლილთან დავით გარეჯზე ინტერვიუ ჩაწერა. გავრცელებული აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ ჯორბენაძეს ტერიტორიების გასხვისების მტკიცებულება არ ჰქონია. რეალურად, სადავო ტერიტორიების საარქივო მასალა ბიძინა ივანიშვილის თხოვნით ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მოიძია, რაზეც მან ჯერ კიდევ 2020 წელს „რუსთავი 2-თან“ ისაუბრა.

„ძალიან ბინძური კამპანია მიმდინარეობს, თუმცა და BBC-მ ვერ მოატყუა ჩვენი საზოგადოება და რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“, რომ იგი შეძლებს ჩვენი მოქალაქეების მოტყუებას, ძალიან გასაკვირია ეს ყველაფერი.

გულდასაწყვეტია, რომ სინქრონში მოქმედებენ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ორმაგად ეს ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან, როდესაც იგი ამ მეთოდებით ცდილობს, რომ „ებრძოლოს საკუთარ ყოფილ გუნდს“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.