ლევან მაჭავარიანი: ბატონი ჯონსონი არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, პოლიტიკის ისტორიაში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ 2022 წლის აპრილში, როდესაც ომი სრულდებოდა და შეთანხმება ჰქონდათ მიღწეული უკრაინას და რუსეთს, მაშინ ბორის ჯონსონი ჩავიდა უკრაინაში და ჩაშალა ეს შეთანხმება.
„ბატონი ჯონსონი არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, პოლიტიკის ისტორიაში. ჩვენ კარგად გვახსოვს 2022 წელს, აპრილში, როდესაც ეს ომი სრულდებოდა, შეთანხმება ჰქონდათ მიღწეული უკრაინას და რუსეთს, მაშინ იგი ჩავიდა უკრაინაში და პირდაპირ ჩაშალა ეს შეთანხმება.
ჩვენ კარგად გვახსოვს ბატონი ბორის ჯონსონის სიტყვები 2023 წელს, როდესაც იგი ატყუებდა უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომ უკვე უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პროცესი.
ახლა, ბატონი ჯონსონი თავად აღიარებს, რომ არასდროს დღის წესრიგში, ეს საკითხი არ იდგა, შესაბამისად, იგი თავად აკეთებს თავის თავის ლუსტრირებას, რომ იგი იტყუებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში და იქცეოდა ძალიან უპასუხისმგებლოდ“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.