Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ბატონი ფიშერი რადიკალურ აქტივისტად იქცა

„ბატონი ფიშერი ჩვეულებრივ რადიკალურ აქტივისტად იქცა“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, უმჯობესია ელჩები თავიანთი საქმეებით უფრო დაინტერესდნენ.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ დადიოდა იგი სასამართლო პროცესებზე, რათა მათზე ზეწოლა მოეხდინა, თარჯიმანიც კი არ ეჯდა გვერდით. კარგად გვახსოვს, როგორ პოზირებდა ისეთ ბანერებთან, წარწერით „მონა“, კარგად გვახსოვს რა ფოტოებს დებდა ნაცექსტრემისტებთან ერთად და როგორ ახალისებდა მათ ძალადობას. ისიც არ დაგვვიწყებია, რომ ბატონი შიფერი არის ბატონი მამუკა ხაზარაძის მდგმური და ამაში თანხას იხდის თუ არა, პირადად მე დღემდე ვერ გავიგე.

ვისურვებდი, ბატონი ფიშერი და ის წარმომადგენლები, ვისთანაც ეს კონსულტაციები ჰქონდა, დაინტერესდნენ იმ ფაქტით, რომ თუ არ ვცდები, 17 ოპოზიციური ლიდერის გარდაცვალების ფაქტი არის გერმანიაში წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული დროის მცირე მონაკვეთში. უმჯობესია თავიანთი საქმეებით უფრო დაინტერესდნენ“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.